01
მაისი
ამანათები ჩინეთიდან - რა უნდა იცოდეთ ,,ონლაინ შოპინგისას’’
მომხმარებლების უმრავლესობა დროის უდიდეს ნაწილს ეკრანის წინ ატარებს, იქნება ეს მობილური, ტაბლეტი თუ კომპიუტერი. ხშირად ,,საშოპინგოდ’’ არა მაღაზიებს, არამედ ინტერნეტს მივმართავთ.
ონლაინ ყველაფრის შეძენაა შესაძლებელი - ტანსაცმლით დაწყებული, ორიგინალური ხელოვნების ნიმუშებით დასრულებული. თანამედროვე კომპანიებს უკვე აქვს ინტერნეტ-მაღაზიები და მათი რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება.
,,ონლაინ შოპინგი’’ დღესდღეობით საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. განსაკუთრებით პოპულარულია ამანათების გამოწერა ჩინეთიდან. ჩინურ ონლაინ მაღაზიებში სასურველი ნივთის შეძენას შეძლებთ ყველაზე დაბალ ფასად. პროდუქციაზე არჩევანი კი ფართოა: დაწყებული ელექტრონული გაჯეტებიდან და დამთავრებული საყოფაცხოვრებო საქონლით, სამოსით, ფეხსაცმლით და სათამაშოებით.
ტაობაო
Taobao - ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ მაღაზიაა ჩინეთში, რომელიც გთავაზობთ 800 მილიონზე მეტ პროდუქციას, ფასდაკლებებს, დაბალ ფასებსა და ხარისხიან პროდუქციას. Taobao გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასითა და პროდუქციის ფართო არჩევანით.
ტაობაო 2003 წელს შეიქმნა და უკვე 2011 წლისთვის მას 370 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებელი ყავდა. მისი ღირებულება შეადგენს 706,176,376 $.
ალიექსპრესი
Aliexpress.com უმსხვილესი ჩინური ინტერნეტ მაღაზიაა, რომელიც უამრავ სექტორს მოიცავს. მასზე რეგისტრირდებიან და პროდუქციას ყიდიან ცალკეული მაღაზიები. ყველა მაღაზიას აქვს თავისი გვერდი, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ მათზე ინფორმაცია, ნახოთ რეიტინგი და განსაზღვროთ მათი სანდოობა.
თუ პროდუქტი ძალიან იგვიანებს, თქვენ შეგიძლიათ გახსნათ dispute და თქვენ უკან გიბრუნდებათ თანხა იმ საბარათე ანგარიშზე, რომლითაც გადაიხადეთ.
ამანათების ტრანსპორტირება ჩინეთიდან
ჩინეთში საფოსტო მისამართის შესაქმნელად და ამანათების მარტივად ტრანსპორტირებისთვის დარეგისტრირდით ვებგვერდზე www.spacecargo.ge
სფეისკარგო უზრუნველყოფს თქვენი ამანათების ტრანსპორტირებას ჩინეთიდან საქართველოში მარტივად და უსაფრთხოდ.