08
აგვისტო
ვაკანსია
Space Cargo-ს გუნდი განაგრძობს ზრდას და ახალ წევრებს სიხარულით გელით!
მიმდინარე ვაკანტური პოზიციები:
1. უკონტაქტო სერვის ცენტრის თანამშრომელი სამუშაო ადგილი: თბილისი (საბურთალოს ფილიალი) სამუშაო გრაფიკი: 14:00 - 21:00სთ;
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები :
უკონტაქტო სერვის ცენტრში ამანათების დახარისხება/მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
2. მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერისამუშაო ადგილი : ქ. თბილისი (გლდანის ფილიალი)
სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 18:30სთ;
შაბათი11:00 - 15:00სთ;
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები :
მომხმარებლებთან სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
გადაზიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
3. საწყობის აღრიცხვის სპეციალისტი
სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი (ლილო)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე - კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hr@spacecargo.ge
ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ შესააბმისი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთწარმატებას.