იხილეთ ჩვენი ახალი საიტი
ჰონგ - კონგში სამედიცინო პირბადეების დეფიციტია
											ამანათების ტრანსპორტირება ჩინეთიდან და ამერიკიდან

ჰონგ - კონგში სამედიცინო პირბადეების დეფიციტია

სფეისკარგოს საშუალებით ჰონგ - კონგსა და მალდივებზე საქართველოდან პირბადეების პარტია გაიგზავნა. ვირუსის სწრაფად გავრცელასთან ერთად  ჩინეთში პირბადეების დეფიციტი შეიქმნა, შესაბამისად მისი სხვა ქვეყნებიდან იმპორტი გახდა საჭირო, მათ შორის საქართველოდანაც. შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგსა და ჩინეთში სამედიცინო ნიღაბის ტარება სავალდებულოა, რათა კორონა ვირუსის უფრო სწრაფად გავრცელება არ მოხდეს.  

 

კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით სამუშაო საათები იცვლება.  

 

ჰონგ - კონგის ოფისმა შესაძლოა მუშაობა სამი  თებერვლიდან  განაახლოს, ხოლო ჩინეთის ლოჯისტიკური სამსახური ოთხი  ან ათი თებერვლიდან გეგმავს მუშაობის განახლებას.  

 

კორონა ვორუსის გავრცელების არეალი შეგიძლიათ ნახოთ ამ რუკაზე http://bit.ly/2GHkN7j  

 

საქართველოში კორონა ვირუსი არ ფიქსირდება  

 

გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განმარტეს რომ ჯერჯერობით საქართველოში კორონა ვირუსის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. მათი განმარტებით ოთხ ადამიანს ჩაუტარდა კვლევები, ორი მათგანი საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც ჩინეთიდან დაბრუნდნენ, ხოლო ორი ჩინეთის მოქალაქე, რომელებიც გუშინ  მაღალი სიცხით გუდაურიდან გადმოიყვანეს ინფექციურ  საავადმყოფოში. აღსანიშნავია,რომ  არცერთ მათგანს არ დაუდასტურდათ კორონა ვირუსი. ტესტებმა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარდა, H1 N1 ტიპის ვირუსი აჩვენა, რომელიც საზოგადოებაში „ღორის გრიპის“ სახელით არის ცნობილი.  

 

როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან

 

შეგახსენებთ, რომ ექიმების რეკომენდაციით ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელია დავიცვათ ჰიგიენა და დახურულ და ხალხმრავალ ადგილებში გამოვიყენოთ პირბადე. თუმცა ხშირ შემთხვევაში სამედიცინო ნიღაბს არასწორად იყენებენ. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია პირბადე იყოს სამშრიანი იმისათვის, რომ კარგად დაგიცვათ.  

 

პირბადის სწორად გამოყენების წესებ

 

თუ ავად ხართ და პირბადეს იმისათვის იყენებთ, რომ სხვას არ გადასდოთ ვირუსი ნიღაბი პირისკენ თეთრი ფერით უნდა გაიკეთოთ, ხოლო თუ მას ვირუსისგან თავის დასაცავად იყენებთ პირბადის, თეთრი მხარე გარეთ უნდა იყოს, ხოლო ცისფერი პირისკენ. გაითვალისწინეთ, რომ ნიღაბი ერთჯერადია და მხოლოდ რამდენიმე საათი შეგიძლიათ მისი გამოყენება.  

 

ვიმედოვნებთ, რომ ამანათების ტრანსპორტირება ჩინეთიდან დაგეგმილ ვადებში აღდგება. სიტუაციის შეცვლასთან ერთად აუცილებლად განვაახლებთ ინფორმაციას. 

ჩვენი პარტნიორები