02
ოქტომბერი
რა გავლენა აქვს მომსახურების ხარისხს ბიზნესის განვითარებისას?
Covid-19 ის გამოჩენისთანავე ბიზნესი აღმოჩნდა მრავალი გამოწვევის წინაშე. ბიზნეს-გარემო მუდმივ ცვალებადობის პროცესშია. ვითარდება ელექტრონული კომერცია, ონლაინ შოპინგი, რაც შესაბამისად ზრდის კომპანიებს შორის კონკურენციას.
ნებისმეირ ბიზნესის ხედვა გრძელვადიან გარდაქმნებზე უნდა იყოს ორიენტირებული. ეს ხედვა აძლევს ბიზნესმენს შეინარჩუნოს სტაბილურობა და მუდმივ რეჟიმში ვითარდებოდეს. დღევანდელ დღეს მომსახურების თუ პროდუქციის ფასი რამდენიმე საფეხურით უკან დგას. ყველანი ვთანხმდებით, რომ უპირატესობა, მომსახურების დონეს და ხარისხს ენიჭება. ყველასთვის გასაგებია თუ რა იგულისხმება „ხარისხში“.
საცხობის შემთხვევაში, თუ ჩემი პური იქნება უხარისხო, ან ჩემს საცხობში მომსახურების დონე იქნება დაბალი, მომხმარებელი შეიძენს ჩემი კონკურენტისგან. აქედან გამომდინარე, ბიზნესში აუცილებელია განვსაზღვროთ ხარისხის შედეგი წინასწარ, უფრო გასაგები რომ იყოს მოვიყვანოთ მაგალითი:
რა არის მოხარშული კვერცხი და რა კავშირი აქვს განსაზღვრულ ხარისხის შედეგთან?
ერთი შეხედვით მოხარშული კვერცი არის მხოლოდ მოხარშული კვერცხი და მეტი არაფერი. თუმცა საკითხი სულ სხვა თვალით შეგვიძლია დავინახოთ. როდესაც გადაწყვეტილება მივიღე საუზმეზე მიმერთვა მოხარშული კვერცხი, შედეგი არ დამდგარა, თუმცა წინასწარ განვსაზღვრე ხარისხი რაც უნდა მქონოდა. იმისათვის რომ შედეგი წარმატებული იყოს აუცილებელია ეტაპების რიგითობის ზუსტი დაცვა:
1. კვერცხის გარეცხვა.
2. ცივ წყალში მოთავსება.
3. ადუღება.
4. ცივი წყლის გადავლება.
თუ ადუღებულ წყალში მოვათავსებ კვერცხს, რისკი იმისა რომ გასკდება არის მაღალი.
თუ ცივ წყალს არ გადავავლებ, მისი ნაჭუჭისგან განთავისუფლება გამიჭირდება.
აქედან გამომდინარე, რიგითობის დარღვევის შემთხვევაში ჩვენ ვერ მივიღებთ „განსაზღვრული ხარისხის შედეგს“.
ზუსტად იგივე ფილოსოფია არის ონლაინ ბიზნესში.
მაგალითად მაქვს ონლაინ გაყიდვების ვებ გვერდი, სადაც ვანხორციელებ შეკვეთების მიღებას და პროდუქციის რეალიზებას. ამ შემთხვევაში ჩემი ეტაპები განისაზღვრება შემდეგ ნაირად:
1. შეკვეთის მიღება, ეთიკურ და კორპორატიულ ჭრილში დროული პასუხის დაბრუნება.
2. დროული შეძენა ნივთის პარტნიორ ორგანიზაციასთან.
3. მისი დროული ტრანსპორტირება.
თუ ჩემს მიერ არაეთიკურად გაგრძელდა კომუნიკაცია, დიდია რისკი იმისა რომ შეკვეთა არ დამიდასტურდეს.
თუ ჩემს მიერ მიღებული შეკვეთის ჩაბარება, ხანგრძლივდება გაურკვეველი ვადით, რაზეც პასუხის გაცემაც კი შეუძლებელია, ამ შემთხვევაში არა პროდუქციის ფასზე, არამედ მომხმარებელი ხარისხზე უსვამს ხაზს და გამოხატავს უკმაყოფილებას. დიდია რისკი, რომ აღნიშნულმა მომხმარებელმა აღარ გაიმეოროს შეკვეთა ჩემს ონლაინ სივრცეში.
ადამიანებს ყველა რესურსი შეზღუდული გვაქვს, მათ შორის ყველაზე მთავარი რესურსი - დრო.
გისურვებთ, რომ ყველა ეტაპზე ყოფილიყავით ოპერატიულები, ყოველთვის გემუშაოთ ხარისხის გაუმჯობესებაზე და გესარგებლოთ სწრაფი და სტაბილური გადაზიდვის სერვისით.
თქვენი ბიზნეს პარტნიორი SPACE CARGO.