10
დეკემბერი
ტარიფების განახლება ჩინეთიდან 10.12.2021
გაცნობებთ, რომ დღევანდელ დღეს საჰაერო გადაზიდვების ტარიფები არა პროგნოზირებადია ჩინეთიდან. აღნიშნული გამოიწვია დღევანდელ დღეს საკმაოდ დიდმა მოთხოვნამ, საწვავის ზრდამ, ადგილები პრაქტიკულად შევსებულია, შემცირებულია რეისები, რაც შესაბამისად ზრდის ტარიფს.
ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით, მომხმარებლების მიმართ გაჟღერებულია აზრი, რომ კომპანიებმა მიიღონს მაქსიმალური მოგება. თუმცა ფასების ზრდა მხოლოდ ჩინეთიდან ხდება ასეთი ინტენსივობით და ეს რომ იყოს დაკავშირებული მაქსიმალური მოგების მიღებასთან, ლოგიკურია, რომ ფასთან ზრდა მოხდებოდა ასევე ამერიკიდან, დუბაიდან, ევროპიდან და სხვა და სხვა მიმართულებიდან. ამ პერიოდში კომპანიები განიცდიან დიდ ზარალს და ისინი მხოლოდ საქმიანობის გაგრძელებაზე ფიქრით არიან დაკავებული და არა რაიმე სახით მოგებისა და ქტივების ზრდაზე.
რატომ განიცდის კომპანია ზარალს? როდესაც კომპანია დახარისხებული პროდუქციის გადაცემას ანხორციელებს ფორვარდერთან მისი შემდგომი საქართველოში გადმომისამართების მიზნით, აღნიშნული ტვირთი ტერმინალში ელოდება გამოფრენას. მიმდინარე პერიოდში უკვე ხდება ფასების ზრდა, რაზეც კომპანიები იღებენ ვალდებულებას აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირება მოახდინონ შეთანხმებულ ტარიფში, ხოლო მის მომხმარებლებს ატყობინებს, რომ 3-5 დღის შემდგომ განხორციელებულ რეისზე მოხდება ტარიფების ცვლილება. ამ პერიოდში კომპანია განიცდის ფინანსურ ზარალს, ხოლო ისე სწრაფად მიმდინარეობს ეს პროცესი, რომ აღნიშნული სცენარი მეორდება შემდგომ კვირებშიც.
სფეის კარგო და მისი გუნდი, მიუხედავად დიდი სირთულისა, ამ რთულ პერიოდს აღიქვავს პოზიტიურ ასპექტში. ეს ჩვენთვის და ბაზარზე არსებული კომპანიებისათვის არის ერთგვარი გამოწვევა. ყოველ დღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ალტერნატივის ძიება, რათა ქართული ბაზარი დამოკიდებული იყოს მხოლოდ საკუთარ თავთან. ჩვენ გვჯერა, რომ უახლოეს პერიოდში ვიპოვით გამოსავალს და დროულად დავაბრუნებთ ბაზარზე ხელმისაწვდომ ფასს და იგივე სისწრაფით გავაგრძელებთ სერვისის მიწოდებას მომხმარებლებამდე.
აქვე გაცნობებთ, რომ ტარიფის ცვლილება იმოქმედებს 15 დეკემბრიდან გამოგზავნილ რეისებზე. ამ ეტაპზე ტარიფი ფიზიკური პირებისათვის განსაზღვრულია 1კგ = 16,85USD.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.