22
მაისი
როგორ გამოვიწეროთ Aliexpress-დან
Aliexpress ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ მაღაზიაა ჩინეთში, რომელიც გთავაზობთ ფასდაკლებებს, 100,000,000- ზე მეტ პროდუქტს, დაბალ ფასებსა და ფართო არჩევანს.
როგორ დავრეგისტრირდეთ Aliexpress-ზე
ეწვიეთ Aliexpress-ის მთავარ გვერდს https://best.aliexpress.com და აირჩიეთ ,,Join’’
მას შემდეგ რაც დარეგისტრირდებით Aliexpress-ზე, უკვე შეგეძლებათ სასურველი ნივთების გამოწერა. საიტის მარჯვენა მხარეს, დააჭირეთ ღილაკს ,,join’’ და შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა. რეგისტრაციის გავლის შემდგომ შემდგომ თქვენს ელ.ფოსტაზე მიიღებთ წერილს, სადაც მოცემული იქნება ანგარიშის აქტივაციის ბმული.
როგორ გამოვიწეროთ Aliexpress-დან ,,ჩინეთის მისამართით’’?
AliExpress არის ონლაინ საცალო სავაჭრო მაღაზია, რომელიც დაარსდა ჩინეთში და გამოირჩევა პროდუქციის მრავალფეროვნებით.
შეგახსენებთ, რომ ალიექსპრესი არ ახორციელებს ჩინეთში შიდა გადაზიდვებს, თუმცა ამის შესაძლებლობა გაქვთ www.spacecargo.ge - ის დახმარებით მომწოდებელთან კომუნიკაციის შემდგომ.
იმისათვის, რომ ამანათი დროულად ჩამოვიდეს საქართველოში აუცილებელია მისწეროთ სელერს და მიუთითოთ სფეისკარგოს საიტზე თქვენს კაბინეტში არსებული ჩინეთის მისამართი. შედეგად თქვენი ამანათი/ტვირთი გაიგზავნება სფეისკარგოს საწყობში და უმოკლეს დროში ჩამოვიტანთ მას საქართვეოში.
გაითვალისწინეთ, რომ ალიექსპრესზე სელერს ჩინურ იეროგლიფებს ვერ მისწერთ, ამიტომ თქვენს კაბინეტში ჩინეთის მისამართს გადაუღეთ ე.გ. „სქრინშოთი“ და გაუგზავნეთ სელერს. მომწოდებელთან საუბრისას შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტექსტი:
Dear Seller,
I want to buy this product. Could you please let me know if you can ship it to my Chinese address?
My Chinese Address is attached.
მომწოდებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ შეგიძლიათ გააკეთოთ შენაძენი.
მას შემდეგ, რაც შეიძენთ სასურველ ნივთს, მომწოდებელს გადაუგზავნეთ შეკვეთის ნომერი და შეახსენებთ ამანათის ჩინეთის საწყობში გადაგზავნის შესახებ.
შეკვეთის დასრულების შემდგომ, საიტი მოგთხოვთ, რომ შეიყვანოთ მისამართი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის მისამართს ვერ მიუთითებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ (დააფიქსიროთ) ამერიკის მისამართი, რომლის შემოწმებისა და გამოყენების შესაძლებლობა გექნებათ სფეისკარგოს საიტზე რეგისტრაციის გავლის შემდგომ თქვენს კაბინეტში.
გახსოვდეთ, რომ ამერიკის მისამართის მითითება არ ნიშნავს, რომ თქვენი ამანათი/ტვირთი გაიგზავნება ამერიკაში, რადგანაც თქვენ უკვე მოელაპარაკეთ მომწოდებელს, რომ მან თქვენს მიერ გამოწრილი ნივთი/ტვირთი გააგზავნოს ჩინეთის საწყობში. ამერიკის მისამართის მითითება მხოლოდ საიტის მოთხოვნა და ფორმალობაა.
როგორ დავრეგისტრირდეთ Aliexpress-ზე ,,ამერიკის მისამართით?
ეწვიეთ Aliexpress-ის მთავარ გვერდს https://best.aliexpress.com და აირჩიეთ ,,Join’’
რეგისტრაციის გავლის შემდეგ Aliexpress - ზე მიუთითეთ სფეისკარგოს ოთახში არსებული მისამართი. გაითვალისწინეთ, რომ ამიერიკის მისამართის მითითებისას თავისუფლდებით შიდა გადაზიდვის საფასურისგან.
გადადით შეკვეთების მართვაზე ,,My order’’ და დააჭირეთ ღილაკს ,,Shipping Address’’.
შეარჩიეთ სასურველი პროდუქტი
საიტის მთავარ გვერდზე ეწვიეთ კატეგორიებს და შეარჩიეთ სასურველი პროდუქტი.
მას შემდგომ რაც აირჩიეთ სასურველ პროდუქტს, შეგიძლიათ გადახვიდეთ შეკვეთის გაფორმებაზე. დააჭირეთ ღილაკს ,,Buy Now’’ თუ არ გსურთ არჩეული ნივთის იმავე წუთას შეძენა შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს ,,Add to Cart’’ და დაამატოთ სასურველი პროდუქტი კალათში.
თუ გქონდათ მითითებული მიმწოდებლის მისამართი მაშინ სისტემა შემოგთავაზებთ, რომ დარწმუნდეთ თქვენს მიერ მითითებული მონაცემების სისწორეში.
იმისათვის, რომ გადაიხადოთ თანხა დააჭირეთ ღილაკს ,,Place Order’’. გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ გადაიხადოთ Visa, MasterCard და მაესტროს ბარათებით, ან სხვა გადახდის საშუალებებით როგორიცაა: WebMoney, Qiwi.
ხშირად დასმული შეკითხვები
რა დროში მომაწვდის ალიექსპრესი ჩემს შეკვეთას საქართველოში?
თუ გსურთ შეკვეთის მიღება უმოკლეს დროში, მისწერეთ მომწოდებელს და მიუთითეთ ჩინეთის მისამართი. თუ სელერი დაეთანხმება ჩინეთში მიწოდებას, შეავსეთ ამერიკის მისამართი და კომენტარში მიუთითეთ ‘’send to Dongguan’’
შესაძლებელია მივუთითოთ ჩინეთის მისამართი AliExpress-ზე?
არა, ვინაიდან ქვეყნების ჩამონათვალში არ არის ჩინეთი და როდესაც ირჩევთ სხვა მისამართს შესაძლებელია, არასწორად მოხდეს გაგზავნა.
რა ხდება მაშინ თუ ჩემს გვერდზე დაემატა შეკვეთა, რომლიც არ შეესაბამება საიტზე მითითებულ ,,თრექინგ’’ ნომერს?
არ ინერვიულოთ, ეს შესაძლოა მოხდეს, რადგან ჩვეულებრივ, ჩინეთიდან შეერთებულ შტატებში გადაზიდვისას იცვლება "თრექინგ’’ ნომერი.
შესაძლებელია თუ არა გარიგება სელერთან?
დიახ, შესაძლებელია. აუცილებელია სელერს გაუგზავნოთ გარიგების მოთხოვნა.
მივიღე ამანათი, თუმცა ნივთი აკლია. როგორ უნდა მოვიქცე?
ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად დაუკავშირდით გამყიდველს და დააფიქსირეთ პრობლემა.
რამდენი დღე სჭირდება გადახდილი თანხის დაბრუნებას?
თანხის ანაზღაურება ხდება 15 სამუშაო დღის განმავლობაში.
რატომ უნდა აირჩიოთ სფეისკარგო Aliexpress-დან გამოწერისას?
სფეისკარგო გთავაზობთ მისამართებს ამერიკასა და ჩინეთში. როდესაც იწერთ სასურველ ნივთს ჩინეთიდან ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ამანათს იღებთ სწრაფად საქართველოში.
თუ მომწოდებელი თანახმაა გააგზავნოს პროდუქტი ჩინეთის მისამართზე, ამანათი/ტვირთი საქართველოში 10-14 დღეში იქნება, რადგან სელერები ნივთს/ტვირთს 2-3 დღეში აწვდიან საწყობს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მიწოდება უფრო ადრე ხდება. ზუსტ ინფორმაციას მიწოდების ვადებთან დაკავშირებით გაწვდით სელერი.
სფეისკარგო: ამანათების ჩინეთიდან, ამერიკიდან, დუბაიდან, ჰონგ - კონგიდან და 300 - ზე მეტი მიმართულებიდან. დაგვიკავშირდით: 0322 12 09 90